ქუთაისში "პატრიოტთა ალიანსის" ღონისძიებაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სამოქალაქო აქტივისტები ცდილობდნენ, პარტიის ლიდერისთვის პუტინის გამოსახულებით სტიკერი გადაეცათ და კითხვა დაესვათ: "არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი"? თუმცა, მათ კითხვაზე პასუხის ნაცვლად საპასუხო დაპირისპირება მიიღეს.
პარტიის ერთ-ერთი წევრის, გიორგი ლომიას თქმით, თავად აქტივისტები არიან მოსყიდულები და მან აქტივისტს სტიკერი შუბლზე გაკვრა ურჩია. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, ისინი სიტუაციის განმუხტვას შეეცადნენ.