ელექტროენერგიის გადამცემი ბოძების მოუწესრიგებლობას აპროტესტებს მოსახლეობა თერჯოლაში. სოფელ სიქთარვის მცხოვრებლების თქმით, ორი კვირის წინ სოფელში დენის ბოძი წაიქცა და ამ დრომდე უყურადღებოდ არის დატოვებული, რაც მოსახლეობისთვის სახიფათოა.
ადგილობრივები შესაბამის უწყებებს პრობლემის მოსაგვარებლად სამ დღეს აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან. მოსახლეობას მხარდაჭერას უცხადებს "ლელოს" მერობის კანდიდატი თერჯოლაში.
"ენერგო პროჯორჯიაში" აცხადებენ, რომ წაქცეულ ბოძს ძაბვა არ მიეწოდება, შესაბამისად ადამიანებისთვის საშიში არ არის და პრობლემა დღეს მოგვარდება.