ცაგერის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა. ლაბორატორიიდან 189 ტესტის პასუხი მიიღეს და მხოლოდ 1 პასუხია დადებითი.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაავადებათა კონტროლის რეგიონული სამსახურის უფროსის ზურაბ ნემსიწვერიძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევა ქუთაისის ქორწილის კლასტერს უკავშირდება. პაციენტი პასუხის მიღებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.