ქობულეთში ამ წუთებში კერძო სასტუმროების მეპატრონეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან დანაპირების შესრულებას ითხოვენ.
მათი განცხადებით, პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა მათი საქმიანობაც დააზარალა და ჩაკეტილი საზღვრების გამო წელს ფაქტობრივად სეზონი ჩაუვარდათ.
აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებას აპირებენ. კერძო სასტუმროს მეპატრონეებს პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე შეუერთდა და მათ მოთხოვნას საფუძვლიანი უწოდა.
სასტუმროების მეპატრონეები ბანკებთან სასესხო ვალდებულებების გადავადებას და დარიცხული პროცენტების სუბსიდირებას ითხოვენ.