08 მაისი 2024,   21:10
ვრცლად
ხმაური ისანში - დევნილებმა საცხოვრებელი ფართების დაკანონების მოთხოვნით გზის გადაკეტვა სცადეს

ისანში, გვიან ღამით ხმაური იყო - ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე შეკრებილი დევნილი მოსახლეობა საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ითხოვდა.

აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიციის მხრიდან ერთი ქალის დაკავება მოყვა. ადგილზე იყვნენ გამგეობის და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

ბინების დაკანონების მოთხოვნით, მოსახლეობამ აქცია რამდენიმე თვის წინაც გამართა. მაშინ მათ გამგეობიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობა მიიღეს. დევნილი მოსახლეობა მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს გეგმავს.

დღის ამბები