19 აპრილი 2024,   22:41
ვრცლად
ხობში მამაკაცი დაიხრჩო - მას მდინარეში ბანაობისას, სავარაუდოდ, გულის შეტევა დაემართა

ხობში, სოფელ პირველ მაისში მდინარეში მამაკაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ის წუხელ მდინარეში საბანაოდ შევიდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, გულის შეტევა დაემართა.

ცხედარი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მდინარეში დღეს დილით იპოვეს. მამაკაცი 58 წლისა იყო.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები