26 აპრილი 2024,   17:20
ვრცლად
პროტესტის 43-ე დღე ბელარუსში - აქციები კვლავ დაკავებების ფონზე მიმდინარეობს

ბელარუსში პროტესტი არ წყდება, აქციების 43-ე დღეს ქვეყნის ხელისუფლებამ მინსკის ცენტრალურ მოედანზე მისასვლელი გზები ჩაკეტა, დაიხურა რამდენიმე მეტროსადგური, ბელარუსის მთავრობის ყველა მცდელობა, დაშალოს აქცია, წარუმატებელია. ამ წუთებშიც მინსკის ცენტრალურ მოედანზე ათასობით მოქალაქეა შეკრებილი და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს.

დღევანდელი აქციაც ტრადიციისამებრ დაკავებების ფონზე მიმდინარეობს, დედაქალაქის ცენტრში მობილიზებულია ჯავშანტექნიკა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცავები აკავებენ ყველას, მათ შორის მოხუცებსა და არასრულწლოვნებს, 73 წლის ნინა ბაგინსკაია ერთ-ერთია მათგან, ვინც ასაკის მიუხედავად პოლიციამ უკვე მეოთხედ დააკავა, 6-ჯერ წაართვეს საკუთარი ხელით შეკერილი დროშა, მოხუცი ქალბატონი აცხადებს, რომ ადრე თუ გვიან ლუკაშენკოს 26 წლიან მმართველობას დაასრულებს.

 

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები