26 აპრილი 2024,   23:21
ვრცლად
ხანძარი დიღმის მასივში - დევნილების საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

გვიან ღამით, თბილისში, დიღმის მასივის პირველ კვარტალში მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი ხანძარია, რომელიც დევნილების საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში დენის სადენებს გაუჩნდა. ცეცხლის ჩაქრობა მეხანძრე-მაშველებმა მალევე შეძლეს, თუმცა ძლიერი დაკვამლიანების გამო ადგილობრივები საკუთარი ბინებიდან გამოიყვანეს.

ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები, სამართალდამცავები და მეხანძრე-მაშველები.

დღის ამბები