26 აპრილი 2024,   17:24
ვრცლად
გაზით სავსე სატვირთოს აფეთქებას ნიგერიაში 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - დაღუპულებს შორის არიან სკოლის მოსწავლეები

გაზით სავსე სატვირთოს აფეთქებას ნიგერიაში 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევას წინ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარია უძღოდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მძღოლმა ავტომობილის მართვაზე კონტროლი დაკარგა და სხვა მანქანებს შეეჯახა, რის შემდეგაც სატვირთო აფეთქდა. დაღუპულებს შორის არიან სკოლის მოსწავლეები, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ.

აფეთქების შედეგად დაიწვა ავტომობილები. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დღის ამბები