კახეთის რეგიონში ტყის ეროვნული აღრიცხვა მიმდინარეობს. პროცესს გარემოს დაცვის სამინისტრის წარმომადგენლებთან ერთად, გერმანიის ელჩი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წევრები დაესწრნენ. ისინი სოფელ მაღრაანში ჩავიდნენ.
"პირველად საქართველოში გერმანიის მხარდაჭერით, ტყის ეროვნული ინვენტარიზაცია მიმდინარეობს. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ჩვენ მომავალი წლის ბოლოსკენ გვექნება სრული ინფორმაცია ჩვენი ტყეების მდგომარეობის შესახებ,"- აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე,