26 აპრილი 2024,   11:34
ვრცლად
აქცია ცესკოსთან - საოლქო კომისიის წარმომადგენლები თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვენ

აქცია ცესკოსთან - საოლქო კომისიის წარმომადგენლები თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვენ. მათი განმარტებით, წევრებს საჯარო დოკუმენტაციაზე სრულყოფილად წვდომის შესაძლებლობა არ აქვთ და ადგილი აქვს სხვადასხვა სახის შეზღუდვებს, რასაც ოპოზიცია არჩევნების გაყალბების მცდელობად აფასებს.

"არ გვაძლევენ საშუალებას, რომ გავეცნოთ დოკუმენტაციას. ამის მცდელობა ბევრჯერ ჰქონდათ. ასევე მარნეულის ოლქის კომისიის თავმჯდომარის მხრიდან იყო მცდელობა, რომ აეკრძალათ ჩემთვის თვითონ შენობაში გადაადგილების უფლებაც კი, ამასთან დაკავშირებით მე ვიდეო მტკიცებულებები მაქვს წამოღებული და სხვა განცხადებებიც კი," - განაცხადა მარნეულის #22 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა ლაშა ქველაძემ.

აღნიშნულ ფაქტს გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ბეჟაშვილი გამოეხმაურა და აცხადებს, რომ ცესკო "ქართულ ოცნებას" არჩევნების გაყალბებაში ეხმარება.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია გადაქცეული არის "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბად და ეხმარება მათ არჩევნების გაყალბებაში. კონკრეტულ მითითებებს აძლევენ, რომ თურმე ამომრჩეველს შეუძლია კაბინიდან გამოსულს ნებისმიერ ადამიანს აჩვენონ თავისი არჩევანი და "ქართული ოცნება" სწორედ ამ ხერხით ცდილობს ადამიანებზე ზეწოლის განხორციელებას და სასურველი შედეგის დაყენებას. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული ცენტრალური საარჩევნო კომისია თავისი ტრენერების და წარმომადგენლების მეშვეობით," – აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

დღის ამბები