17 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
ყარაბაღის მიმდებარე 6-7 რაიონი შეიძლება იყოს იმ კომპრომისის საფუძველი, რაც მხარეებს აიძულებს მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ - ვიქტორ ყიფიანი

ანალიტიკური ორგანიზაცია " ჯეოქეისის" თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი "დღის კურიერის" ეთერში სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონლფიქტისთვის მზაობა ორივე მხარეს ჰქონდა.

"მსგავსი კონფლიქტების დამახასიათებელი ორი რამ არსებობს, ან კონფლიქტი მოკლევადიანია ან კონფლიქტი იძენს ქრონიკულ გაჭიანურებულ ხასიათს. ამ კონფლიქტის განმსაზღვრელი იქნება მომდევნო დღეები, რაც შემდეგ მოგვცემს დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას, იქნება თუ არა ფართომასშტაბიანი საფრთხის საფუძველი.

ქრონოლოგიას თუ გავყვებით, ძალიან რთულია იმის დაჯერება, რომ ეს სპონტანური აფეთქება იყო. მზაობა იყო ორივე მხრიდან, ამ შემთხვევაში, ჩახმახს ვინ გამოკრავდა ხელს ეს ტექნიკური მხარეა. მე ვფიქრობ, რომ ყარაბაღის მიმდებარე 6-7 რაიონი შეიძლება იყოს იმ კომპრომისის საფუძველი, რაც მხარეებს აიძულებს მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს,"- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

დღის ამბები