21 ოქტომბერი 2020,   18:12
ვრცლად
ფოთში COVID-19-ის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ფოთში, კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სამივე ერთი ოჯახის წევრები არიან. ინფიცირებულების ერთ-ერთი ოჯახის წევრი ბათუმშია დასაქმებული და სავარაუდოდ მათი ინფიცირებაც ბათუმს უკავშირდება.

ამჟამად ისინი მკურნალობის კურსს ფოთის ჰოსპიტალში გადიან. სულ 33 კონტაქტის ბიოლოგიური მასალა იყო კვლევისთვის გადაგზავნილი. ამ დროისთვის მიმდინარეობს დამატებითი კონტაქტების მოკვლევა.

ფოთში, კოვიდ ინფექციით სულ 17 პირია ინფიცირებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღის ამბები