25 აპრილი 2024,   01:56
ვრცლად
კორონავირუსით მე-40 პაციენტი გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსით კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა. 80 წელს გადაცილებული მამაკაცი  ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

პაციენტს კოვიდინფექციის გარდა, მძიმე ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.

პარალელურად, აჭარა კორონავირუსის გავრცელების ცხელ წერტილად რჩება. რეგიონში დღეს კოვიდინფექციის 241 ახალი შემთვევა დადასტურდა. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით თითოეული ინფიცირება წინა დღეებში გამოვლენილ შემთხვევებთან არის კონტაქტირებული.

ნინო ნიჟარაძის თქმით, რეგიონში ვითარება დაძაბულია, თუმცა კონტროლირებადი და მიზნობრივ ჯგუფებს ინტენსიურად უტარდებათ PCR კვლევა.

 

დღის ამბები