საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა, მონაცემები რამდენიმე წუთის წინ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე StopCov განთავსდა.
ინფექციამ ქვეყანაში სულ 46 ადამიანი იმსხვერპლა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 453 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 295 პაციენტი.
კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი დღეს მთლიანობაში 5 -ით გაიზარდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით 3 ქუთაისში, ხოლო 2 ბათუმში გარდაიცვალა. ერთ-ერთი გარდაცვლილი ოკუპირებული აფხაზეთიდან, კერძოდ ოჩამჩირიდან არის.