24 აპრილი 2024,   08:15
ვრცლად
მესამე დღეა "კურიერის" გადამღები ჯგუფი საომარი მოქმედებების ხაზზე მუშაობს - ექსკლუზიური კადრები და ბოლო ინფორმაცია აზერბაიჯანი-სომხეთის შეიარაღებული კონფლიქტის ზონიდან​

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მწვავდება. განგაშის სიგნალი მაშინ დაიწყო, როგორც კი "კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა ქალაქ ბერძორის ხიდი გადაირა და სტეფანაკერტისკენ მიემართებოდა. განგაშის მაუწყებელი ხმა 40 წუთი გაგრძელდა. სიგნალს, მალევე მოჰყვა ხიდის აფეთქებაც.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი სამხედროების მოწოდებას დაემორჩილა და დაბომბვის მაღალი რისკის გამო არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორია დატოვა. დაბომბილი ხიდის გამო, ე.წ. საზღვართან მისვლა "რუსთავი 2"-ის მანქანას შემოვლითი გზით მოუწია. განგაშის სიგნალამდე, ადგილობრივები ჰყვებიან, რომ დაბომბვის ხმა გაიგეს. 

დილიდან საჰაერო შეტევები და იერიშები არ წყდება ქალაქ სტეფანაკერტზე - ამ ინფორმაციას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლები ავრცელებენ. იმავე წყაროს ცნობით, დაიბომბა ქალაქი შუშიც.

საერთაშორისო საზოგადოება ორივე მხარეს მოუწოდებს მოლაპარაკება დაიწყოს. 

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში ვითარება დღეში რამდენჯერმე იცვლება. მხარეები განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. 

 

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები