გამოიკვეთება, თუ არა მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობა საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში - პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს და შესაძლოა ყოფილი, თუ მოქმედი თანამდებობების პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
"გამოძიება გრძელდება და ჩვენ ვმუშაობთ ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმების კუთხით. რაც შეეხება ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობების პირებს, არ არის გამორიცხული გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობაც და ბუნებრივია ამის წინასწარ პროგნოზირება ვერ მოხდება, ამას გვიჩვენებს გამოძიების შემდგომი პროცესი. გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე. გამოძიება არის რთული პროცესი, გამოძიება მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე. წინასწარ რთულია პროგნოზირება. ამ კითხვაზე სხვა პასუხს ვერ გაგცემთ, შეგიძლიათ მიიღოთ ის, რაც გიპასუხეთ. წინასწარ რთულია პროგნოზირება ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება გამოიკვეთოს. რასაც სამართლებრივი მოცემულობა აჩვენებს, რა მტკიცებულებებიც გამოიკვეთება, მხოლოდ მასზე დაყრდნობით მიიღებს საქართველოს პროკურატურა გადაწყვეტილებას," - განაცხადა პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ ჯარჯი წიკლაურმა.