19 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
"2 პირი შემეფეთა, მეცვა 5 ნომრიანი მაისური, მაგათ გვერდზე რა პონტში დგეხარ ბიჭოო" - რას ჰყვება ენმ-ის აქტივისტი, რომელსაც თავს დაეხსნენ

ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წევრი, რომელსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამ დრომდე ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში იმყოფება. ის ჩვენების მისაცემად დაახლოებით 13:00 საათისთვის გამოცხადდა.

როგორც ლევან ქართველიშვილმა აღნიშნა, ინციდენტის შესახებ დეტალებს უწყების წარმომადგენლებს გააცნობს, ასევე, სავარაუდოდ შეძლებს თავდამსხმელების აღწერასაც. ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წევრის განმარტებით, თავდასხმა პოლიტიკური მოტივით, ბახტრიონის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. აგრესიის მიზეზი კი, 5 ნომრიანი მაისური გახდა.

"გუშინ საბურთალოზე ორი პირი შემეფეთა, მეცვა 5 ნომრიანი მაისური. ასეთი ტექსტი მითხრეს, მაგათ გვერდზე რა პონტში დგეხარ ბიჭოო. ერთმა ხელი დამარტყა, მეორემ ხელი მკრა. ხელი რომ მკრა, წავიქეცი და სახე დავარტყი. ამ ინფორმაციის მიწოდებას ვაპირებ გამოძიებისთვისაც, თუმცა არანაირი იმედი არ გამაჩნია, რომ ამ საქმეს გამოიძიებენ," - განაცხადა ლევან ქართველიშვილმა. 

 

დღის ამბები