საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კერძო და საჯარო ორგანიზაციებს რეკომენდაცია მისცა, მაქსიმალურად ეცადონ გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ რეკომენდაციაა, თუმცა აღნიშნა, რომ ამასთან ეს პასუხისმგებლობაც არის.
"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო განსაკუთრებით კერძო და საჯარო ორგანიზაციების პასუხისმგებლობა - მაქსიმალურად დისტანციურ სამუშაოზე უნდა გადავიდეთ ყველა, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს. მაგრამ, ეს არის რეკომენდაცია და ყველა კომერციულმა ორგანიზაციამ, რომელთაც ხელს ვუწყობდით. რომ მათი საქმიანობა არ გაჩერებულიყო, ეს რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინონ,"-განაცხადა პრემიერმა.