27 აპრილი 2024,   06:09
ვრცლად
წინასწარ საუბარი, რომ რამე იყო წარმატებული ან წარუმატებელი, არასწორია - ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდის სპეცოპერაციაზე

"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანი განცხადებით,  ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" შეჭრილი შეიარაღებული პირის სამძებრო ოპერაცია გრძელდება.

ჩიქოვანი იმედოვნებს, რომ დამნაშავე უახლოეს მომავალში დაკავებული იქნება და წინასწარ სპეცოპერაციის წარმატებასა და წარუმატებლობაზე საუბარი არასწორია. 

"ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით,  შეიძლება ითქვას შემდეგი, რომ პირველი ეტაპის ამოცანა და ეს ამოცანა იყო, რომ  ჩვენ უზრუნველგვეყო მძევლების უსაფრთხოება და მოგვეხსნა საფრთხე მათი სიცოცხლის და ეს არის მიღწეული. რა თქმა უნდა ოპერაცია გრძელდება. გრძელდება ოპერატიული სამუშაო, გრძელდება მოქმედებები, რომელსაც ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს პერიოდში ეს დამნაშავე იქნება დაკავებული და შესაბამისად პასუხისგებაში მიცემული. თუმცა აქვე მინდა იმას ხაზი გავუსვა, რომ ძალიან ბევრი სპეკუპაცია გაისმის სხვადასხვა სუბიექტების მიერ, არ აქვს მნიშვნელობა ესენი იქნებიან მედიის წარმონადგენლები, პოლიტიკოსები თუ უბრალოდ ე.წ. ექსპერტები.

ფაქტი არის ერთი, ის რაც გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მინისტრის ხელმძღვანელობით და აქ ადგილობრივი სამხარეო წარმომადგენლობის მონაწილეობით ბატონი გალდავას მონაწილეობოთ. იყო ძალიან წარმატებული, შედეგიანი პირველი ეტაპი. ეს არის ფაქტი, შემდგომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რომ ეს ადამიანი იქნეს დაკავებული. წინასწარ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ რამე იყო წარმატებული ან წარუმატებელი არის არასწორი, ვინაიდან ჩემთვის რამდენადაც ცნობილოა შინაგან საქმეთა სამინისტრო იყენებს მის ხელთარსებულ ყველა შესაძლებლობას რათა მოხდეს ამ ადამიანის იდენტიფიცირება, დაგდენა და შესაბამისად დაკავება. სხვა დანარჩენი არის აბსოლუტურად ფუჭი სპეკულაცია, რომელსაც არ აქვს შინაარსი და მიმართულია იმისაკენ, რომ საზოგადოება შეიყვანეს შეცდომაში," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

დღის ამბები