19 ნოემბერი 2024,   06:18
ვრცლად
"თავისუფალი დემოკრატების" სიის პირველმა ნომერმა ვახტანგ მჭედლიძემ ლაგოდეხის მოსახლეობას პარტიის პრიორიტეტები გააცნო

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" სიის პირველი ნომერი ვახტანგ მჭედლიძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. 

სოფელ აფენში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერმა განაცხადა, რომ კარგად იცნობს მუნიციპალიტეტის მდგომარეობას და ამ დრომდე მოუგვარებელ პრობლემებს. 

მათ შორის, ძირითადად გამოკვეთილია ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური და ტურიზმის მიმართულებით არსებული გამოწვევები.

მჭედლიძემ ადგილობრივებს პარტიის პრიორიტეტები გააცნო, საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

დღის ამბები