"ნაციონალური მოძრაობა" ყვარელში საარჩევნო ღონისძიებას მართავს. პარტიის ლიდერებმა ადგილობრივებს კახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გიორგი ბოტკოველი და ლევან ბეჟაშვილი წარუდგინეს.
ღონისძიებაზე ამომრჩევლებს სიტყვით მიმართეს პარტიის ლიდერებმაც.
"უნდა ავიღოთ ენერგია მიწიდან, ზეციდან. კიდევ ერთხელ შევუძახოთ ერთმანეთს, გავამხნევოთ ერთმანეთი, დავცეთ ბრძოლის ყიჟინა, მაგრად გავამხნევოთ, მივიდეთ 31 ოქტომბერს და გავიმარჯვოთ, მხოლოდ ეს გვაქვს გასაკეთებელი,"- განაცხადა ნიკა მელიამ პარტიულ ღონისძიებაზე.