19 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
32 127 კოვიდპაციენტი საქართველოში - ინფიცირებულთა 5 პროცენტზე მეტს სამედიცინო პერსონალი შეადგენს

დღეს საქართველოში კორონავირუსს 23 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში "კოვიდ 19-ის" 1824 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

პანდემიის დაწყებიდან 32 127 ინფიცირებულით საქართველო მსოფლიო რუკაზე 84-ე ადგილზე გადავიდა.

ბოლო 24 საათში "კოვიდ-19" 90 მედიკოსს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ პანდემიის დროს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი სამედიცინო პერსონალია. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით 1678 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა, რაც საერთო ინფიცირებულების 5.2%-ს შეადგენს. 

ვირუსი დაუდასტურდა რამდენიმე პოლიტიკოსს. რეგიონებში ახალი შემთხვევები გამოვლინდა სასწავლო დაწესებულებებშიც. ქუთაისში კოვიდინფიცირებულ 4 ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარეს და შედეგად 5 ჯანმრთელი ჩვილი გაჩნდა.

დღეს გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და მხოლოდ ერთ დღეში საქართველოში "კოვიდ 19-ისგან" 1262 პაციენტი განიკურნა.

დღის ამბები