მუნიციპალური ტრანსპორტის კონტროლიორს კორონავირუსი დაუდასტურდა. სატრანსპორტო სამსახურის პრეს-სპიკერი, თამაზ რობაქიძე ამბობს, რომ ინფიცირებული დაახლოებით ბოლო 10 დღის განმავლობაში სამსახურში არ გამოცხადებულა, რადგან ის თავს შეუძლოდ გრძნობდა. შესაბამისად, მას არც მგზავრებთან და არც თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია.
"ეს თანამშრომელი ბოლო დღეების განმავლობაში არ დადიოდა სამსახურში, ვინაიდან, ის თავს გრძნობდა ცუდად და იყო თვითიზოლაზიაში. ბოლო 10 დღის განმავლობაში ის ფაქტიურად სამსახურში არ ყოფილა, შეხება არ ჰქონია არც თანამშრომლებთან და არც ავტობუსში არ ყოფილა. ამ ეტაპზე დაუდგენელია ინფიცირების წყარო. რაც შეეხება სამარშუტო ხაზს, სხვადასხვა ცვლებში მუშაობენ, თუმცა კონკრეტულად ეს კონდუქტორი ბოლო 10 დღის განმავლობაში არ უმუშავია საერთოდ. დაცულია ის რეკომენდაციები, რაც საჭიროა. ყოველდღიურად, როდესაც სამსახურში მოდიან, ხდება მათი თერმოსკრინინგი, დეზინფექცია, აქვთ ნიღბები და მაქსიმალურად ვიცავთ ჩვენს კონდუქტორებს," - განაცხადა თამაზ რობაქიძემ.