საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა "დებილიზმს" უწოდებს.
"მამუკა მდინარაძე რეგვენია. ვის მოუწყვია რევოლუცია მერიაში განცხადების შეტანით? ოფიციალური განცხადება მერიაში შეიტანეს თუ არა, ესეც არ ვიცი, სხვა პარტიაა და "ნაციონალურ მოძრაობას" ჰკითხეთ. მე ვიცი ერთი რამ, რომ ჯანსაღი აზრის ფარგლებში, მსოფლიოში არ ყოფილა შემთვევა, რომ ვინმეს რევოლუცია მოეწყო წინასწარ განცხადების შეტანით. თქვენ ამ დებილიზმის გჯერათ?
საერთოდ გასულია ეს ხელისუფლება, რა კორექტულობას მთხოვთ? ასეთი რამე გაგონილა საერთოდ?"-განაცხადა "დღის კურიერში" "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალურმა მდივანმა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიიდატმა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თბილისის მერიაში შესული წერილის თანახმად, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების დღეს პარლამენტის შენობის წინ მრავალათასიან აქციას გეგმავს, რაც მდინარაძის მტკიცებით, არჩევნების შემდეგ რევოლუციური მოძრაობის დაწყებას ითვალისწინებს.