26 აპრილი 2024,   06:50
ვრცლად
შსს-ს ინფორმაციით, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან 6 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან 6 პირია დაკავებული.

როგორც "რუსთავი 2-ს"  უწყებაში განუცხადეს, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.

უწყების ინფორმაციით, დღეს თბილისში აქციებზე, ჯამში 9 პირია დაკავებული.

მათგან სამი სამართალდამცავებმა საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან დააკავეს.

დღის ამბები