19 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
პოლიტიკური მოვლენები, რაც ქუჩაში ხდება პიკის მოსვლას დააჩქარებს - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქუჩაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები პიკის მოსვლას დააჩქარებს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღნიშნა.

გიორგი გახარიას თქმითვე, კოვიდინფიცირების სწრაფი ზრდაა მოსალოდნელი.

"იმ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, რაც ქუჩაში მიდის და საერთოდ ევროპაში როგორი გავრცელების დინამიკაც არის, კოვიდის გავრცელება გაიზრდება. ის პოლიტიკური მოვლენები, რაც ქუჩაში ხდება პიკის მოსვლას დააჩქარებს. 

ახლა საჭიროა სრული მობილიზება, როგორც სამინისტროების ასევე ყველა უწყების. გარდა ამისა, ძალიან ეფექტურად უნდა ვიფიქროთ წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტებზე.

ვფიქრობ, რომ ადამიანის პირველივე სიმპტომისთანავე საჭიროა თვითიზოლაციაში გადასვლა და ბინაზე მკურნალობა,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები