ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 60 680-ს შეადგენს.
დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში 2 982 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 780. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 2 879 ადამიანი.უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.