19 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
ბათუმში ჟურნალისტებმა ცესკოსთან დაშავებული კოლეგების სოლიდარობის აქცია გამართეს 

ბათუმში ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. მედიის წარმომადგენლების თქმით, გუშინ ცესკოსთან განვითარებული მოვლენების დროს დაშავდნენ, როგორც ჟურნალისტები, ასევე ოპერატორები.

როგორც სოლიდარობის აქციაზე ჟურნალისტებმა აღნიშნეს, მედიას უნდა მიეცეს თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობის საშუალება. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავენ, უზრუნველყონ აქციებზე მედიის უსაფრთხოება.

დღის ამბები