03 მაისი 2024,   15:22
ვრცლად
შეერთებული შტატების გენერალური პროკურატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლო დარღვევებს გამოიძიებს

შეერთებული შტატების გენერალური პროკურატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლო დარღვევებს გამოიძიებს. განკარგულება ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა უკვე გასცა. გავრცელებული ინფორმაციით, უილიამ ბარმა, ფედერალურ პროკურორებს უფლებამოსილება მიანიჭა, რომ არსებულ ბრალდებებზე ქვეყნის მასშტაბით გამოძიება ჩაატარონ და გავრცელებული ცნობები შეამოწმონ.

მანამდე, დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ დაწერა რომ არჩევნებზე უპრეცედენტო დარღვევები დაფიქსირდა.

ამერიკულმა და საერთაშორისო მედიამ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა.

დღის ამბები