ევროკავშირმა გადაწყვიტა, BioNTech-Pfizer-ის ვაქცინის 300 მილიონზე მეტი დოზა შეიძინოს, ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მწარმოებელ კომპანიებში აცხადებენ, რომ ქვეყნები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას წლის ბოლოდან მიიღებენ. თუმცა ევროკავშირში დეტალებზე არ საუბრობენ.
წინასწარი მონაცემებით, ვაქცინამ "კოვიდ-19"-ის სიმპტომების გამოვლენისგან ადამიანების 90 პროცენტზე მეტი დაიცვა.
ორშაბათს მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ 43 500-ზე მეტი ადამიანი გატესტეს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვის საფუძველი არ არსებობს.