19 მაისი 2024,   14:56
ვრცლად
ახალი დეტალები თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში - ლევან შაბურიშვილი "კურიერთან" მკვლელობის დეტალებს იხსენებს

ახალი დეტალები თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში. "კურიერს" ექსკლუზიურ ინტერვიუს დაზარალებული აძლევს. მამაკაცი, რომელიც მოკლულის მეგობარია და თავადაც დაჭრილი იყო, პარტია "კანონი და სამართლის" წევრი მომხდარს დეტალურად იხსენებს. 

"მე რომ შევედი, მიშო პირქვე იყო დავარდნილი, გადმოვაბრუნე და სისხლი მოსდიოდა. სიბნელეში შევამჩნიე და უკვე რომ წამოვდექი, ამან ხელი გადამხვია, დავინახე, რომ ჩვეულებრივი დანა არ იყო, ვერცხლისფერი მეტალის, ბასრი დანები რომ არის, მშენებლობაში იყენებენ, სავარაუდოდ ის ჰქონდა და ეგრევე გამომისვა მეც. ამასობაში მეზობლები გამოვიდნენ, დამანება თავი და აბრუნდა უკან, დავეშვი დაბლა. მესამე სართულზე მეზობელმა შემიფარა, სისხლი მომდიოდა. ამასობაში უკან რომ ავიდა, ბენზინი გადაასხა, ცეცხლი წაუკიდა ცხედარს და გაიქცნენ,"- უთხრა "კურიერს" დაზარალებულმა ლევან შაბურიშვილმა

თემქაზე მომხდარი მკვლელობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია. 31 წლის პირს განზრახ მკვლელობას ედავებიან. სამართალდამცველების ინფორმაციით, მან ცივი იარაღით ორ ახალგაზრდას დაზიანებები მიაყენა. ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ამის შემდეგ კი ბრალდებულმა, კვალის დაფარვის მიზნით, შემთხვევის ადგილზე ხანძარი გააჩინა და თანმხლებ გოგონასთან ერთად მიიმალა.

დღის ამბები