19 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
ლაგოდეხში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ქვეითი  გზაზე გადასვლას ცდილობდა. მამაკაცს "ფორდის" სატვირთო დაეჯახა, ის მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება ს276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

დღის ამბები