19 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში COVID-19-ით 9 პაციენტი გარდაიცვალა

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 377 პაციენტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა.

"24საათის განმავლობაში აჭარაში 9 გარდაცვალების ფაქტი გვაქვს აქედან 1 მედინაში, 1 ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში, 2 ბათუმის სამედიცინო ცენტრში, 1 რეფერალურში, 1 ქობულეთში, 1 სამედიცინო ცენტრში, 2 ბათუმის რესპუბლიკურში. ჰქონდათ თანმხლები დაავადებები. რესპუბლიკურში მყოფ პაციენტებს აღენიშნებოდათ ფილტვების დიდი პროცენტით დაზიანება," - განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა გია კიკაბიძემ.

დღის ამბები