19 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკა პაციენტების მდგომარეობას ვიდეო კონსულტაციებით მართავს

გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკა მუშაობას ონლაინ განაგრძობს. სამედიცინო დაწესებულება პაციენტების მდგომარეობის მართვას უკვე ვიდეოკონსულტაციებით ახდენს.

კლინიკაში ექიმები ვიდეო კონსულტაციების მეშვეობით შეძლებენ იმ პაციენტების მართვას, რომლებიც მკურნალობას სახლში გადიან.

"არსებული ეპიდვითარების ფონზე, ონლაინ კლინიკების ჩართულობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია როგორც ოპტიმალური მართვის, ასევე დაინფიცირების რისკების შემცირებისა და მედპერსონალის რესურსის შენარჩუნებისთვის,"- აცხადებენ კლინიკაში.

დღის ამბები