ბოლო 24 საათში COVID-19-ის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევის 984 ფაქტი გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებიც ე.წ. კომენდანტის საათის დროს ნებართვის გარეშე გადაადგილდებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.