ახალი წლიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს ბუნებრივი გაზის ღირებულება იზრდება. სიახლე პურის საწარმოების გარდა "თბილისი ენერჯის" ყველა სხვა აბონენტებს ეხება. 3 იანვრიდან ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრით იზრდება და ის 1.10 ლარით განისაზღვრება.
ცვლილების მიზეზად კომპანიაში ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებენ და განმარტავენ, რომ მილიონობით ლარის ზარალი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებსაც კომპანია დედაქალაქის მასშტაბით ახორციელებს.
შეგახსენებთ, საუბარია მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის ბუნებრივი აირის საფასურის გაზრდაზე.