საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს და გუნდის ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ლაშა გუჯეჯიანის განცხადებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და ვირუსი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.
განმეორებითი ტესტი მათ მომავალ კვირას ჩაუტარდებათ. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში სამივე მათგანი ნაკრებს შეუერთდება, რომლის წევრებიც საწვრთნელ-მოსამზადებელ შეკრებაზე იმყოფებიან.
"მე კარგად ვგრძნობ თავს, უბრალოდ, იძახიან, რომ კორონა გაქვსო... დანარჩენი ყველაფერი ნორმალურად მაქვს. დაუდგინდა ნაკრების ორ წევრს, რომლებსაც ნაკრებთან შეხება არ ჰქონია, აქედან გამომდინარე, ყველანი იზოლაციაში იმყოფებიან," - განაცხადა საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა.