13 სექტემბერი 2026,   23:06
ვრცლად
მესამე დღეა თელავში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი გრძელდება

მესამე დღეა თელავში სამოქალაქო აქტივისტები, პროტესტს აგრძელებენ.

მათ თელავის თეატრის წინ კარავი აქვთ გაშლილი და ამ ფორმით საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვენ.

სამოქალაქო აქტივისტების მტკიცებით, პოლიცია კარავში ღამის განათების უფლებას არ აძლევთ, რითაც მათი უფლებები ირღვევა. ამიტომ ისინი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს კონსულტაციისთვის მიმართავენ.

თელავის ცენტრალურ მოედანზე გაერთიანებული ოპოზიციის ორმა მხარდამჭერმა კარავი სამი დღის წინ გაშალა. მათ დღეს რამდენიმე ადგილობრივი შეუერთდათ. ისინი აქციის გაგრძელებას აპირებენ და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები