ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმის კარი მედიასექტორისთვის გაიხსნა. მუზეუმი 5 დარბაზს მოიცავს. ყოველი ნაწილი ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთს აერთიანებს და ადგილზე პარლამენტარიზმის ისტორიის ექსპონატების დათვალიერებაა შესაძლებელი. მუზეუმის ვიზიტორი ამ თემატიკაზე მომზადებულ ფილმსაც ნახავს.
ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტარიზმის მუზეუმის შექმნის იდეა გასულ წელს გაჩნდა და სპეციალისტთა ჩართულობით განხორციელდა. მუზეუმი სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებზე. პროექტის ბიუჯეტმა 98.881 ლარი შეადგინა.