აღიარებული კომპოზიტორის, გია ყანჩელის შემოქმედება არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშია ცნობილი. საზოგადოებისთვის უცნობია, თუ როგორი იყო დიდი მაესტრო სცენის მიღმა. სულ რამდენიმე დღეში გამოიცემა წიგნი "მოგონებათა კრებული", სადაც გია ყანჩელზე 49 ადამიანი მოგვითხრობს.
წიგნის შექმნის იდეა მისი გარდაცვალების დღიდან მალევე დაიბადა და ამ პროექტის განსახორციელებლად მისი ახლობლები გაერთიანდნენ. წიგნში თავმოყრილია გია ყანჩელის ცხოვრების უცნობი დეტალები და ასევე, ის ფოტომასალა, რომელიც აქამდე ფართო საზოგადოებას არ უნახავს.