04 სექტემბერი 2026,   20:39
ვრცლად
რუხის კლინიკაში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

სამეგრელოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 83 წლის მამაკაცი წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან იყო და ის რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში მკურნალობდა.

სამერგელოს რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 281 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა, ერთის კი კრიტიკული.

სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 325 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 507 ადამიანი.

ქობულეთის სამედიცინო ცენტრში "კოვიდ-19"-ით 66 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. საავადმყოფოს დირექტორის, ავთანდილ მიქელაძეს თმით, პაციენტს თანმდევი დაავადება შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა და ინსულინ დამოკიდებული იყო.

"66 წლის მამაკაცი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში ორმხრივი პნევნომიით 7 დეკემბერს შემოიყვანეს, მისი მდგომარეობა თავიდანვე უკიდურესად მძიმე იყო. მიუხედავად მედიკოსების მცდელიბისა, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა."-განაცხადა ქობულეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ავთანდილ მიქელაძემ.

დღის ამბები