ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3837 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების შემთხვევათა საერთო რიცხვი ამ დროისთვის 194 900-ს შეადგენს. ამასთან, გამოჯანმრთელდა 3105 პაციენტი და მათი საერთო მონაცემი 164 786 გახდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 969, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6710, კლინიკურ სასტუმროში - 2734 ადამიანი.