სენაკში 40 პაციენტზე გათვლილი ახალი კოვიდკლინიკა გაიხსნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას თქმით, რეგიონის მასშტაბით უკვე მე-6 კოვიდკლინიკამ დაიწყო ფუნქციონირება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ინფიცირების 199 შემთხვევა დაფიქსირდა. არსებულ კოვიდკლინიკებში მკურნალობს 297 პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმისაა 94 პაციენტი, ხოლო 27 კოვიდპაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 69 ადამიანი. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გარდაიცვალა 4 ინფიცირებული.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 295 პაციენტი.