უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნიოს მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით.
გამონაკლისი იქნება ახალი წლის - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის - 6 იანვრის ღამე.
აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში.
"ჩვენ, ერთი მხრივ, ძალიან დიდი ფასს ვიხდით ყველა იმ შეზღუდვებისთვის და მეორე მხრივ, ყველა შეზღუდვის მოხსნითაც ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამიტომ, ყველამ ერთად უნდა გამოვიჩინოთ ის ერთობა, ის სოლიდარობა, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ წარმატებით გვემართა ეპიდემიის პირველი ტალღა, ჩვენ ასევე წარმატებით უნდა გავუმკლავდეთ ვირუსის მეორე ტალღას და შესაბამისად ვთხოვთ ყველას, რომ კვლავ დაიცვან ყველა ის რეგულაცია, პირბადის მოხმარება ყველაზე მარტივი, ყველაზე აუცილებელი და ყველაზე უსაფრთხო წესი, რომელიც ეპიდემიოლოგებმა გვირჩიეს. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ეს საახალწლო ღონისძიებებიც აღვნიშნოთ ძალიან ვიწრო წრეში," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.