19 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
დღეიდან საქართველოს სხვადასხვა კოვიდკლინიკაში "რემდესივირს" მკურნალობისას საჭიროების მიხედვით გამოიყენებენ

დღეიდან საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კოვიდკლინიკაში "რემდესივირი" ხელმისაწვდომია და მკურნალობისას საჭიროების მიხედვით გამოიყენებენ.

მედიკამენტის ეფექტურობის შესახებ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, ამიტომ გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას სპეციალისტები ინდივიდუალურად მიიღებენ და ასევე აუცილებელი იქნება პაციენტის ნებართვა.

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია აცხადებს, რომ აუცილებელია მოსახლეობას არ შეექმნას განცდა, თითქოს ქვეყანაში შემოვიდა პრეპარატი, რომელიც კორონავირუსს დაამარცხებს.

"მოსახლეობას მინდა მივმართო, ნუ გექნებათ გადაჭარბებული წარმოდგენა "რემდესივირის" პრეპარატზე. ეს არის რიგითი პრეპარატი, ეს არ არის პირდაპირი დარტყმის პრეპარატი. ძალიან შემაწუხებელია ხანდახან ზეწოლა, არიქა "რემდესივირიგაუკეთეთო. თუ ამის საჭიროება არის, ვუკეთებთ პაციენტს, მაგრამ თუ მედიკამენტი საჭირო არ არის, ეს პირიქით, დამაზიანებელია,"- აღნიშნა დავით გადელიამ.

დღის ამბები