26 აპრილი 2024,   17:21
ვრცლად
ერევანში ოპოზიციისა და მომიტინგეების ნაწილმა სომხეთის მთავრობის შენობის ბლოკირება მოახდინა

ერევანში ოპოზიციისა და მომიტინგეების ნაწილმა სომხეთის მთავრობის შენობის ბლოკირება მოახდინა, სამართალდამცავებმა მთავრობის შენობასთან დემონსტრანტების შესაკავებლად სპეციალური კორდონი მოაწყვეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "ნიკოლ მოღალატე!", "სომხეთი ნიკოლის გარეშე!" სომხეთის პრემიერ-მინისტრის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გუშინ სიუნიქის რეგიონშიც გაიმართა, სადაც ადგილობრივებმა ნიკოლ ფაშინიანს რეგიონში შესასვლელი გზა გადაუკეტეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი მზადაა მოსახლეობას შეხვდეს და არსებული ვითარება გააცნოს, თუმცა საზოგადოების ნაწილი ფაშინიანისგან მხოლოდ გადადგომას მოითხოვს. აქციები სომხეთში თვეზე მეტია მიმდინარეობს.

დღის ამბები