საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 972 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში "კოვიდ-19"-ის შემთხვევების საერთო რაოდენობა 216 843-ს აღწევს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, საქართველოში კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში, კიდევ 2 737 ადამიანი განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 194 705-ს აღწევს.
ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავა ავრცელებს.
მისივე ცნობით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი - 920 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.