სავაჭრო მოლების დროებით გახსნას გარემოვაჭრეები აქციით შეხვდნენ. შეკრება ქუთაისში გაიმართა, სადაც მოვაჭრეებმა მუშაობის უფლება ითხოვეს.
ისინი ამბობენ, რომ პროდუქცია სეზონურია და თუ წინასაახალწლოდ ვერ გაყიდიან, მასზე მოთხოვნა აღარ იქნება.
დღევანდელ აქციას შეუერთდა ოპოზიციის წევრი გოგი წულაია.
"ჩვენც გვინდა ახალი წლის გათენება. სეზონური საქონელი გვაქვს და რა ვუყოთ ამ სეზონურ საქონელს? იძულებული ვართ თბილისში წავიდეთ, მივალთ მთავრობასთან, სხვა გამოსავალი არაფერი აღარ დაგვრჩენია,"- აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნათელა გოცირიძე.