19 მაისი 2022,   05:44
ვრცლად
აფეთქება მოხდა გუშინ ღამით ახალციხეში - არიან დაშავებულები

ახალციხეში გუშინ ღამით ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე დაკეტილი რესტორანი აფეთქდა, არიან დაშავებულები.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ბუნებრივმა აირმა გაჟონა. დაშავებულები აფეთქების დროს კორპუსის სარდაფში იმყოფებოდნენ.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კორპუსში მცხოვრები 12 ოჯახი სასტუმროში გადაიყვანეს.

პარალელურად დაწყებულია გამოძიება იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია აფეთქება.

დღის ამბები